მე ნამდვილად არ განვიხილავ იმას, რომ იდეოლოგიურად სახელმწიფოს სიყვარული აღმოცენდა ამ 16 ე.წ. დეპუტატში. ამიტომ ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, როგორ ავტომატურად ასრულებენ ისინი ჩატში ჩავარდნილ ყველანაირ დავალებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ამალა გასცემს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თემა არასერიოზულია.

"ვერ ვხვდები, ეს რატომაა სერიოზული თემა განსახილველად. იმდენად ავტომატურია მათთვის დავალებების შესრულება და ღილაკზე თითის დაჭერა, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ დააჭირეს ღილაკზე თითი ან ვინმე სხვას დააჭერინეს. მე ნამდვილად არ განვიხილავ იმას, რომ იდეოლოგიურად სახელმწიფოს სიყვარული აღმოცენდა ამ 16 ე.წ. დეპუტატში. ამიტომ ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, როგორ ავტომატურად ასრულებენ ისინი ჩატში ჩავარდნილ ყველანაირ დავალებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ამალა გასცემს, ამიტომ, ჩემთვის ეს არ არის სერიოზული თემა. ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ საქმიანობენ ისინი ამ ე.წ პარლამენტში”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

15 სექტემბერს პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.

ინიციატივას 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 კი წინააღმდეგი იყო.