სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ბრალდებული ლილუაშვილიც. მან საბოლოო სიტყვის უფლებით გუშინ პროცესზე ისარგებლა და განაცხადა, რომ ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ედება. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება.

ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.