მოლოდინი, რომ ირაკლი კობახიძე უკრაინას მხარს დაუჭერს და რუსულ აგრესიას დაგმობს, ნამდვილად არ მაქვს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის ფორუმში მონაწილეობა მორიგი ხრიკია მოქალაქეების მოტყუების.

"ეს არის "ქართული ოცნების" ხრიკი და ამჯერად, კობახიძის. მან იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება, რომ ჩავიდეს არავინ ხვდება და ახლა უნდა, რომ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით, იმიტომ, რომ დიდ ფორუმში კარს არავინ მიუხურავს, ინდივიდუალურად კი მას არავინ არ ხვდება. ამიტომ, ეს არის მორიგი მცდელობა, პროპაგანდით გაყიდოს, რომ "ქართული ოცნება" ისევ ჩადის დასავლეთში, ეს არის მხოლოდ, თორემ მოლოდინი, რომ ის უკრაინას მხარს დაუჭერს და რუსულ აგრესიას დაგმობს, ნამდვილად არ მაქვს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.