მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს მთლიანად უზურპაციას არამხოლოდ საერო სფეროში, არამედ სასულიერო სფეროში. ვინაიდან სახელმწიფო რელიგია, თუნდაც ბერძნული მოდელი, ნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაწესებულებად გადაქცევას,  - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამით მოქალაქეებს ასიამოვნებენ.

"მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს მთლიანად უზურპაციას არამხოლოდ საერო სფეროში, არამედ სასულიერო სფეროში. ვინაიდან სახელმწიფო რელიგია, თუნდაც ბერძნული მოდელი, ნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაწესებულებად გადაქცევას, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების დამტკიცებას პარლამენტის მიერ, მათი ხარჯებისა და საქმიანობის კონტროლს და ასე შემდეგ.  ეს იყო შემოვლითი გზით ეკლესიის კიდევ უფრო მეტად ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, არ მიიღო საპატრიარქომ. ერთი მხრივ, ეს არის რუსული გეგმა. მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პროპაგანდა. ჰგონიათ, რომ მით ჩვენ მოქალაქეებს ასიამოვნებენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.