ეს ტერმინალი მოწყობილი არის იმისათვის, რომ რუსეთს არ აქვს საკუთარი ნავთობის გასაღების საკმარისი ადგილი და სჭირდება ნავთობის გამტანი ადგილები და საშუალებები, - ამის შესახებ "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ტერმინალით საქართველოს სარგებელი და რაიმე სასიკეთო არ ექნება.

"ეს ტერმინალი მოწყობილი არის იმისათვის, რომ რუსეთს არ აქვს საკუთარი ნავთობის გასაღების საკმარისი ადგილი და სჭირდება ნავთობის გამტანი ადგილები და საშუალებები.

ეს ნაბიჯები, რეალურად, მხარდამჭერი რგოლი არის რუსული ნავთობის ექსპორტისთვის. აქ ჩვენთვის სარგებელი არ არის, ამის ილუზია არავის ჰქონდეს. აქ ნავთობი მხოლოდ შემოდის და ისევ უკან გადის, სარგებელი, რაიმე სასიკეთო ამას ქვეყნისთვის არ მოუტანია და არც მოუტანს.

საქართველო, როგორც აქამდე, დამხმარე რგოლია რუსეთისთვის, რომ როგორმე თავი გადაირჩინოს. ეს ხდებოდა როგორც სანქციების საქმესთან დაკავშირებით, ისე ახლა. ეს ყველაფერი კი "ქართული ოცნების", მისი რუსული მმართველობის დამსახურებაა", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ბრიტანეთმა დაასანქცირა ტანკერი, რომელმაც ოქტომბერში ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა.