კარგი იქნება, რომ პროტესტში ჩართული სხვადასხვა ადამიანი ერთ საერთო პლატფორმაზე თუ რეგისტრირდება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პლატფორმა არის შესაძლებლობა, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში, ადამიანები, ვინც განსხვავებულად ფიქრობდნენ, გაერთიანდნენ დიდ პროცესში.

"ეს პლატფორმა არის შესაძლებლობა, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში, ადამიანები, ვინც განსხვავებულად ფიქრობდნენ, გაერთიანდნენ დიდ პროცესში. კარგი იქნება, რომ პროტესტში ჩართული სხვადასხვა ადამიანი ერთ საერთო პლატფორმაზე თუ რეგისტრირდება. ეს პლატფორმები საერთო ჯამში, ერთ იდეასთან მივა, უნდა შეიქმნას ერთი დიდი საერთო პლატფორმა და არანაირი წინააღმდეგობა და არანაირი განსხვავება არ არის ამათ შორის " , - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველა ის მოქალაქე დარეგისტრირდება, რომელსაც, მისივე თქმით, ბრძოლა და საქართველოს ისტორიულ გზაზე დაბრუნება უნდა.