ეს რეჟიმი არის ძალაუფლებაზე და საკუთარ ფინანსურ კმაყოფაზე ორიენტირებული. მათთვის ხალხის აზრი, ხალხის ფული არაფერს წარმოადგენს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ყველაფერზე გაიზარდა ფასები.

"ჩვენთან პრობლემა არის ის, რომ საწვავის ბაზარზე არ არის საკმარისი კონკურენცია - ეს ერთი, შესაბამისად, კორუფციული ინტერესები დევს და მეორე - "ქოცური" რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის მესამე თუ მეოთხე წელი იყო, როდესაც მათ აქციზის ფასი გააორმაგეს, ასევე, ნუ დაგვავიწყდება ლარის კურსის ვარდნა, რომელიც, პრაქტიკულად, გაუფასურდა.

ეს რეჟიმი არის ძალაუფლებაზე და საკუთარ ფინანსურ კმაყოფაზე ორიენტირებული. მათთვის ხალხის აზრი, ხალხის ფული არაფერს წარმოადგენს. ამასობაში კი იზრდება საწვავის, დენისა და პროდუქტების საფასური. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის ფორმა", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.