ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება.

ახალ მექანიზმს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 6 ოქტომბერს ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების შესახებ დებატები გაიმართა.

გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თავიდანაა მოსალოდნელი.