ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვლადიმერ კარა-მურზას და მის მეუღლეს შეხვდა.

"ორმხრივი შეხვედრის დროს, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას ამ მიზნის მისაღწევად, ისევე როგორც ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იმისთვის, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი სულ უფრო და უფრო ემსგავსება პუტინის რუსეთს, რაც პირადად აქვს გამოცდილი ვლადიმერ კარა-მურზას რუსეთში. რუსული რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საქართველო დაუბრუნდეს ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზას", - აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.