"სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.

მისი თქმით, მადლიერია იმ ადამიანების, რომლებმაც საქართველოში სოლიდარობით მიიღეს.

"შემოდგომაზე ბერლინი, ეს განწყობაა, თუმცა, სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება საქართველოში მრავალ კეთილ ადამიანსა და მეგობარს, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, – წერს პეტერ ფიშერი.

გერმანიამ 19 ოქტომბერს ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. 6 ნოემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.