გამიკვირდებოდა, კიდევ თუ აქვს რამე იქ ივანიშვილს, თუ ისეთივე სანქციები დაადეს მას, როგორც რუს ოლიგარქებს ადებენ ამერიკელებიც, ინგლისელებიც და ევროპელებიც, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება რაღაც დროზე შეთანხმდნენ, რომ კონკრეტულ დროში  გაიტანოს თავისი ფინანსები.

"ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე მოსთხოვდნენ მას, გაეტანა აქტივები და ეტყოდნენ, რომ შეუწყვეტდნენ მომსახურებას იქაური ე.წ. აგენტები და დირექტორები, ამიტომ შეიძლება რაღაც დროზე შეთანხმდნენ, რომ ამ ვადას გაძლევთ და ამ ხნის განმავლობაში გაიტანეთ.

გამიკვირდებოდა, კიდევ თუ აქვს რამე იქ, თუ ისეთივე სანქციები დაადეს მას, როგორც რუს ოლიგარქებს ადებენ ამერიკელებიც, ინგლისელებიც და ევროპელებიც. თუ ეს მოხდა, ეს იქნება მისი საქმიანობის პარალიზება", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში "ქართული ოცნების"  ფინანსების შესახებ ისაუბრეს.  აქცენტი ვირჯინიის კუნძულებზე გაკეთდა, სადაც დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, ზოგიერთი "ქართული ოცნების" ლიდერი საკუთარ სიმდიდრეს ინახავს.