სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის "112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.