უბრალოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც არის სრულიად გასაგები თუ იმ საქმეებს გავიხსენებთ, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როგორიც რიჟვაძის საქმეა, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს უბრალოდ ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ თორნიკე რიჟვაძის ბედს გაიზიარებს.

"ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო კორუმპირებული, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, ამას ჩვენ ვიძახდით და სხვები უარყოფდნენ.

რაც შეეხება შიდა კლანურ ბრძოლას, ღარიბაშვილს უბრალოდ ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ რიჟვაძის ბედს გაიზიარებს. ეს არის მისი შიშის საბაბი და არა მისი კორუმპირებულობის, ან სხვა სამართლებრივი საქმეებისა. უბრალოდ პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც არის სრულიად გასაგები თუ იმ საქმეებს გავიხსენებთ, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როგორიც რიჟვაძის საქმეა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.