ირაკლი კობახიძისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია ვიქტორ ორბანის დამარცხება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" უნგრეთის არჩევნების შედეგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"აბსოლუტურად სტერილურია დღეს "ქართული ოცნება" და ერთადერთი ხავსი, რასაც ეკიდებიან, არის ვიქტორ ორბანი. ორბანის მარცხი ამ ხელისუფლებისთვის ნებისმიერი მანევრირების მოსპობის ტოლფასია, მათ აღარ დარჩებათ არანაირი არგუმენტი, კიდევ ვიღაცას შეუქმნან ილუზია, რომ სწორი მიმართებით მიდიან და ამ შემოვლითი გზებით სადღაც მოხვდებიან. ასე რომ, "ქართული ოცნებისთვის" უნგრეთის არჩევნების შედეგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კობახიძეს, მისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია ვიქტორ ორბანის დამარცხება. იმ საჯარო დამცირების შემდეგ, რაც მას ქვეყნის რეალურმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს მოუწყო, ერთადერთი, რის გამოც ის შეიძლება დროებით მაინც გამყარდეს არის ის, რომ რაღაც ტიპის პირადი ურთიერთობა აქვს აწყობილი ვიქტორ ორბანთან", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.