საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობების შესრულება, რაც საქართველოს სჭირდება, "ქართულ ოცნებას" არ შეუძლია.

"საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება არა ერთი კაცის ძალაუფლებას - ივანიშვილს და მის ფულს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, ხალხს. საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ყველაფერი კი ივანიშვილის რეჟიმს არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიქნებით, მათ შორის ვერც საერთაშორისო ასპარეზზე",  - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შეხვდნენ.