ბევრი ადამიანი მიდის იმ ჭკუამდე, რაზეც უნდა მისულიყვნენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიულობის უკანა რიგზე გადაწევაზე მისი გუნდი არჩევნებამდე საუბრობდა.

"პარტიულობის უკანა რიგზე გადაწევაზე ჩვენი გუნდი და პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით. ჩვენ ვამბობდით, რომ არც ნომერი გვინდა, არც სიაში ადგილები გვინდა, არც სახელი, ანუ - ყველაფერი უკანა რიგზე გადავიტანეთ, რაც პარტიული იყო, ჩვენ ამით სხვა პარტიებს მაგალითი მივეცით, მაგრამ არ აგვიბეს მხარი მაშინ, სამწუხაროდ. ახლა ბევრი ადამიანი მიდის იმ ჭკუამდე, რაზეც უნდა მისულიყვნენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

რაც შეეხება ამ რეჟიმს, ეს რეჟიმი უფულოდ ვერ ძლებს და ვერც გაძლებს, ესენი ფულის მიღმა არაფერს არ აკეთებენ. არაბულ ინვესტიციებზე თუ ყველაფერი კარგ საქმეს ემსახურება და თუ არაფერი არ შავდება, რატომ არის გასაიდუმლოებული ეს ყველაფერი?", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.