"ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ცდილობდა განახლებას, ოღონდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ არც ერთი არ მოდიოდა გამზადებულად რაღაც თანამდებობებზე, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ხომ არ არის, თანამდებობები გავინაწილოთ?, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" თანამდებობების განაწილებისთვის არ სცალია.

"გამარტივებულია ასე საუბარი, რომ ვიღაცა რაღაცაზე ნაწყენია, არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა, პოლიტსაბჭოს წევრობა თუ სხვა ნებისმიერი პოზიცია ეს არ არის რაღაც ჩინ-მედლები და პრივილეგიები, ეს არის მხოლოდ თავის ტკივილი. ჩვენ თანამდებობების გადანაწილებისთვის არ გვცხელა და არ გვცალია. მთავარი არის ჩვენი პარტიის მართვის სისტემის შეცვლა.

"ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ცდილობდა განახლებას, ოღონდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ არც ერთი არ მოდიოდა გამზადებულად რაღაც თანამდებობებზე, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ხომ არ არის, თანამდებობები გავინაწილოთ?!" - აცხადებს გიორგი ბარამიძე.