ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ 395 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ თამარ ონიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საიამ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება და გამოძიება) დარღვევა გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და არაეფექტური გამოძიება.

ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა - 395 ათასი ევროს ოდენობით. 

საია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა ინტერესებს 18 წელია აქტიურად იცავს სტრასბურგის სასამართლოში და მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას.

საიამ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", - განაცხადა თამარ ონიანმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.