დღეს რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეები, მილიონებისა და მილიარდების მომპარავები იყვნენ გარეთ, ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ისინი იყვნენ ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების ერთადერთი არგუმენტი გამოძიებას ჰქონდა 4 ოქტომბრის აქციისთვის მოწოდებები.

"დღეს რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეები, მილიონებისა და მილიარდების მომპარავები იყვნენ გარეთ, ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ - ისინი იყვნენ ციხეში. 

ერთადერთი არგუმენტი ჰქონდათ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში გაუშვეს ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ის აკეთებს მოწოდებებს და ამიტომ, უნდა იჯდეს ციხეში. ახლა გავიდა დრო, 4 ოქტომბერი აღარ არის, არის 28 ოქტომბერი და ვერ დაასაბუთეს, რატომ უნდა იყოს ისევ პატიმრობაში", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მოსამართლე ნანა შამათავამ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.