რაც უფრო ფართო იქნება ეს პროტესტი, მით უფრო უმტკივნეულო იქმნება პროცესი. უნდა განიმუხტოს ღრმა პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნების გზით, - ამის შესახებ  ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მან სანქცირებულთა სიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სიაში ისინი არიან მოხვედრილი, ვინც რეჟიმს ასპონსორებს.

"ძალიან ცოტა დრო რჩება, სინამდვილეში, ამერიკული  ორი და გერმანული ერთი ბანკია დარჩენილი, რომელიც ემსახურება საქართველოს საბანკო სექტორს, რითაც ჩვენი ტრანზაქციები, საქართველოს ფინანსური სისტემა მიბმულია  დასავლეთზე, ამიტომ აქ საქმეა იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი განცხადებაა საჭირო, რომ ისეთი პროცესები განვითარდეს, რომლის შემოტრიალება ძალიან რთული იქნება. 

რაც შეეხება სანქციების სიას, დიახ, იქ არიან მოხვედრილი ის ადამიანები, რომლებიც არიან ე.წ. სპონსორი რეჟიმის. ოხრად დარჩებათ ეს შემოსავალი, თუ ეს ქვეყანა გახდა კადიროველების. უცებ ჩამოემხობა ეს ყველაფერი. 

რაც უფრო ფართო იქნება ეს პროტესტი, მით უფრო უმტკივნეულო იქმნება პროცესი. უნდა განიმუხტოს ღრმა პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნების გზით", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.