დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად დაღუპული ან დაშავებული არავინაა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.