ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმა არის ხელისუფლების მიერ სისტემური ძალადობის მორიგი აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმის მსგავსი ქმედებები არ მუშაობს.

"ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმა არის ხელისუფლების მიერ სისტემური ძალადობის მორიგი აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა და ტერორი არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა. ხელისუფლება იყენებს ყველა ძალადობრივ გზას, რომ ქვეყანაში ბოლომდე ჩაახშოს პროტესტის ხმა. რეჟიმის ეს ქმედებები არ მუშაობს და ამის დასტურია 76-დღიანი უწყვეტი პროტესტი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

აბუ-დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილს დღეს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.