მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.  

მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გზას.

"საქართველოს შესახებ მსჯელობა დღეს გაიმართება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გზას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ მზად გვაქვს სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომლითაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის არის საქართველოში არსებული ვითარება.