რა კანონიც არ უნდა მიიღონ, გამოიყენებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნება" ყველაფერს იზამს, რომ გააუქმოს და გაანადგუროს ყველა ოპოზიციური ტელევიზია.

"როგორც აღარ სჭირდება ოპოზიციური პარტიები ივანიშვილს, ისე აღარ სჭირდება ოპოზიციური ტელევიზიები, ამიტომაც, ის ყველაფერს იზამს, რომ გააუქმოს და გაანადგუროს ყველა ოპოზიციური ტელევიზია. რა კანონიც არ უნდა მიიღონ, გამოიყენებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა  ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ სესიაზე მესამე მოსმენით უყრის კენჭს "ფარას" ანალოგიურ კანონპროექტსა და მედიასთან დაკავშირებულ დოკუმენტს.