ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში. ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი. არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის რა დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი“, -  განაცხადა კობახიძემ.