2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

"დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში -  არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!

გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.

დიდება ჩვენს გმირებს!”,- აღნიშნავს პრემიერი.