საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათეთრების საქმეს ეხებოდა.

მისი თქმით, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს.

"ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ა.შ. ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს“, - განაცხადა კობახიძემ.