ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რიტორიკა და განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებდა გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის ქვეყნის შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის მიერ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების სანქცირება მკაფიო სიგნალია იმისა, რომ გერმანია სწორად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

"ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი იმისა, რომ გერმანია ჩვეულებრივ აგრძელებს იმ რეალობის ადეკვატურად შეფასებას, რომელიც შეიქმნა ბოლო თვეებში განსაკუთრებით და ამას სამართლებრივად აფასებს. გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაასანქცირა "ქართული ოცნება" და ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რიტორიკა და განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებდა გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ქვეყნის შეურაცხყოფა. 

"ქართული ოცნება" აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საკუთარი დღის წესრიგის განხორციელებას და არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას", -  განაცხადა გიგი გიგიაძემ.