სამწუხაროდ, ისაუბრებენ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ თუ რა მძიმე, არადემოკრატიული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც დააინტერესებს, ნახავს, რომ ყველა ძირითადი ფრაქციიდან გამოვლენ და ისაუბრებენ საქართველოს შესახებ.

"მადლობელი ვართ, რასა იუკნევიჩიენე იქნება საქართველოს ძველი მეგობარი თუ ნებისმიერი სხვა დეპუტატი, ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ არის მხოლოდ სახალხო პარტიიდან დეპუტატები. პრაქტიკულად, ვისაც დააინტერესებს, ნახავს, რომ ყველა ძირითადი ფრაქციიდან გამოვლენ და ისაუბრებენ საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ თუ რა მძიმე, არადემოკრატიული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კენჭი ეყრება ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით.