როდესაც შენ გეშინია და უკვე ვეღარც უშვებ იმ ალბათობას, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, დგახარ ასლან აბაშიძის გზაზე. ყველამ ერთად სახლად უნდა ვაქციოთ რუსთაველის გამზირი, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ისეთი შეშინებულია, რომ შესაძლოა, საკუთარ სახლში ბუნკერს თხრიდეს.

"ივანიშვილი ისეთი სუსტია, როგორც არასდროს და სწორედ ამით არის განპირობებული ის არანორმალური ქცევა, რომლითაც ხასიათდებიან მისი წარმომადგენლები.

როდესაც შენ გეშინია და უკვე ვეღარც უშვებ უკვე იმ ალბათობას, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, დგახარ ასლან აბაშიძის გზაზე.

ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ, როდესაც სახლებში გვივარდებიან და გვისაფრდებიან? - ყველამ ერთად სახლად უნდა ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და მთავარი მოედნები.

რამდენი სახლი, ბინა და ოჯახია ამ ქალაქში და არამხოლოდ ამ ქალაქში, ყველა უნდა გამოვიდეთ და რას იზამს ივანიშვილი?! - ვერაფერს. ის არის წყობიდან გამოსული. არ ვიცი, შეიძლება ბუნკერსაც თხრის საკუთარ სახლში", - განაცხადა ნიკა მელიამ.