ივანიშვილის სანქციების აისბერგის ჯერ მხოლოდ წვერს ვადევნებთ თვალს, ის აჩქარდა, პანიკური გამოვლინებაა, - ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ტყუილად არ უჩივის შვეიცარიულ ბანკს.

"ივანიშვილის სანქციების აისბერგის ჯერ მხოლოდ წვერს ვადევნებთ თვალს, ის აჩქარდა, პანიკური გამოვლინებაა საქართველოში ყველაფრის გადმობინავება. ივანიშვილი ტყუილად არ უჩივის იმ შვეიცარიულ ბანკს. ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში პულსზე უჭირავთ ხელი იმასთან დაკავშირებით, რას ჩადის ივანიშვილის რეჟიმი. მე მგონი, ივანიშვილი არც ელოდებოდა და არც ახლა ელოდება ამ რეჟიმის აღიარებს და ლეგიტიმაციას. ახლა მისი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ტრამპმა დაივიწყოს საქართველო, არ იყოს მის რადარზე, თუმცა აქაც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.