აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ბოდბელ ეპისკოპოს მეუფე იაკობს შეხვდება.

შეხვედრის თემა უცნობია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა აშშ-ის დროით 11:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრაზე, ასევე, იქნება დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.

შეხვედრა პრესისთვის დახურულია.