ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი "იმედს" ტოვებს.
"ვტოვებ ტელეკომპანია "იმედს". ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი.
მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!" - წერს მაყაშვილი სოციალურ ქსელში.
ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი "იმედს" ტოვებს.
"ვტოვებ ტელეკომპანია "იმედს". ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი.
მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!" - წერს მაყაშვილი სოციალურ ქსელში.
1784803706
მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება არ იცავს უხეშ შეურაცხყოფას."რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ, წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა. საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები. მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა და ეს პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ საქართველოში გააღვივონ ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი, თუ რაიმე სხვა, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას, ჩვენ არავის მივცემთ გარედან სიძულვილის და აგრესიის თავსმოხვევის საშუალებას", - განაცხადა კობახიძემ.
1784799912
პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განხორციელდება ექვსი უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი და გამოთავისუფლებული ტერიტორია შეუერთდება მანამდე აქ არსებულ მცირე ზომის სკვერს. დაგეგმილია, ასევე, საპარკინგე სივრცეების მოწყობა.საერთო ჯამში, დაახლოებით, 1 500 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნესზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 315 700 ლარი დაიხარჯება.მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, გამგებლის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად გაეცნო.
1784799581
31 წლის მამაკაცი კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნება.ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს 22 ივლისს ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ესროლეს. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.
1784794263
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეგობრების თქმით, მას სამი პირი დაესხა თავს.
1784793541
ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვაა აუცილებელი ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები."პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.არანაკლებ მნიშვნელოვანია წყლისა და ნედლეულის უსაფრთხოება. ხილი, ბოსტნეული და მწვანილი მოხმარებამდე გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით. თუ სასმელი წყლის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, იგი აუცილებლად უნდა ადუღდეს.დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა - ხელების ხშირი და გულდასმით დაბანა საპნითა და წყლით, განსაკუთრებით საკვების მომზადებამდე და ჭამის წინ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1784790891
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაპირისპირებისას ასევე დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ხოლო, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1784789985
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 434 690 (+1 460) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.07.26-მდე: ტანკები – 12 191 (+28), ჯავშანტექნიკა – 24 994 (+12), საარტილერიო სისტემები – 46 570 (+78), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 961 (+3).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 515 (+2), თვითმფრინავები – 438 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 994 (+13); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 423 588 (+1 688), ფრთოსანი რაკეტები – 4 936 (+3).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 34 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 124 243 (+541), სპეციალური ტექნიკა – 4 453 (+3).
1784786760
სამუშაოების საწყის ეტაპს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად გაეცნო."დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე ჩაიკეტა გამზირის ყველა შემსვლელი და გამსვლელი ქუჩა. სარეაბილიტაციო ობიექტი დაყოფილია რამდენიმე ლოტად. იმის გათვალისწინებით, რომ ვადები მაქსიმალურად შემჭიდროვებულია და პროექტი ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, საჭიროა, სამუშაოები ჩატარდეს სრულ გამზირზე ერთდროულად, 24 საათის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები შეიცვლება ძირეულად, მოეწყობა გამწვანების დამატებითი თარგები, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა თანამედროვე ურნები, ტრანსპორტის მოძრაობა კი გადაერთვება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში იწარმოებს, მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ვუხდით ბოდიშს, თუმცა მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ამ ვადაში დასრულება შეუძლებელია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონამდე ლარს შეადგენს.
"კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო"
1784449441
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
1783841870
"მთელი ბრალდება არის ჰიპოთეზაზე, თეორიულ მსჯელობასა და შეფასებაზე დაფუძნებული, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის შეფასებაზე"
1783673079
ადვოკატი - გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული
1784471753
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება
1783582026