ეს ზარი ივანიშვილთან ნიშნავს იმას, რომ განცხადებების დრო დასრულდა. ასევე, მოემზადონ რეჟიმის სხვა უსახო წარმომადგენლები: ივანიშვილი წამიერად ჩარეცხავს, - ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე წერს.

მისივე თქმით, მაკრონი უშუალოდ ჩაერთო და აიღო პასუხისმგებლობა ესაუბროს ტრამპს საქართველოზე. 

"მაკრონის შუამავლობით ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტისგან მოისმინა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიერ შექმნილი სიტუაციის შესახებ;

მაკრონი უშუალოდ ჩაერთო და აიღო პასუხისმგებლობა ესაუბროს ტრამპს საქართველოზე; 

მაკრონმა ივანიშვილს გაუზიარა აშშ-ის, ევროკავშირის და მისი, ევროპის ლიდერის პოზიცია (ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა); ეს ზარი ივანიშვილთან ნიშნავს იმას, რომ განცხადებების დრო დასრულდა. ასევე, მოემზადონ რეჟიმის სხვა უსახო წარმომადგენლები: ივანიშვილი წამიერად ჩარეცხავს", - წერს ხატია დეკანოიძე.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი.