სწორედ იმიტომ, რომ ინსტიტუციები არ არსებობს საქართველოში, ძალიან ძნელია მექანიზმები მოვიგონოთ, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ყურადღება მიაქციოს საზოგადოების პროტესტს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის გამძლეობა ყოველთვის დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს.

"სწორედ იმიტომ, რომ ინსტიტუციები არ არსებობს საქართველოში, ძალიან ძნელია მექანიზმები მოვიგონოთ, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ყურადღება მიაქციოს საზოგადოების პროტესტს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 33-34 წელია, დამოუკიდებლობის გზაზე მივდივართ, ასეთი ფორმები ვერ გამოვნახეთ საქართველოში. „ქართული ოცნება“ სრულ იგნორირებას უკეთებს საზოგადოების აზრს და ხალხმა აღარ იცის, როგორ აჩვენოს, რომ ძლიერია. მხოლოდ ერთი გზა გვრჩება და ეს არის ქუჩის პროტესტები, რომელიც ან იქნება მშვიდობიანი დემონსტრაცია ან პიკეტირება, თუ,ცა ამ პიკეტირებასაც ხელს შეუშლიან. პროტესტის გამძლეობა ყოველთვის დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც პროტესტს აცხადებენ და გულახდილები უნდა ვიყოთ, რომ, ჯერჯერობით ეს რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.