სემეკის პირველადი დასკვნით საქართველოს სრული ჩაბნელება საქართველოს ელექტროსისტემის უუნარობას დაბრალდა და მისი პასუხისმგებლობა გამოკვეთა!, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

"სემეკის პირველადი დასკვნით საქართველოს სრული ჩაბნელება საქართველოს ელექტროსისტემის უუნარობას დაბრალდა და მისი პასუხისმგებლობა გამოკვეთა!

ვის აბარია ელექტროსისტემა? ვანო ზარდიაშვილს ….

მდინარაძის მარჯვენა ხელი ….

კორუფციაში ჩაფლული …

კეთილი ინებოს და გამოძიება დაინტერესდეს მათი კორუფციული სქემების გამოძიებით!", -  წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

24-25 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. სუსმა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. დღეს კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.