ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს აქვთ მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება", - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია".

"საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა", - წერს პაპუაშვილი.