ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

"იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ, მიიღო გადაწყვეტილება ლატვიის რესპუბლიკაში არასასურველ პირთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქის შეყვანის შესახებ, მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ", - აღნიშნულია განცხადებაში.