“როდესაც პროპაგანდას ჰყვები და კითხულობ სად არიან პოლიტიკოსები? ივანიშვილმა ყველა გაუშვა ციხეში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯერ მასთან არ მისულა და არ შეეხება, აუცილებლად მიაკითხავს რეჟიმი ყველას, რადგან ასე იქცევა რეჟიმი და ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია ვინც ჯერ კიდევ გარეთ ვართ, მოვბილიზდეთ და დავამხოთ ივანიშვილის რეჟიმი”,  - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

“ბეზპრიძელშიკ” ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველა გაუშვას ციხეში და საზოგადოებას მივმართავ, როცა ნიჰილიზმს თესავ, პროპაგანდას ჰყვები და კითხულობ სად არიან პოლიტიკოსები, ივანიშვილმა ყველა გაუშვა ციხეში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გიორგი ვაშაძე კრიმინალია და საზოგადოებისთვის საშიშია და იმიტომ გაუშვა ივანიშვილმა ციხეში, უკაცრავად მაგრამ ძალიან

მაგრად გაკლიათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელები არ ჩამოვუშვათ, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არის ციხეში, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ელოდება ციხე, ჟურნალისტებს უშვებენ ციხეში, არ ინდობენ მათ შორის ქალებს, ბავშვებს, სტუდენტებს უშვებენ ციხეში, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, ნუ გეშინიათ ამ სიტყვათა წყობის, აბსოლუტურად მშვიდობიანად შეიძლება ამ რეჟიმის ჩამოშლა და ივანიშვილს სხვანაირად ვერ დავამარცხებთ. კითხვები რომ გქონდათ მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის და არ ერიდებიან ციხეს, ახლა რომ დავფიქრდეთ, ანრი ოხანაშვილს რამდენი დღით შეუძლიათ, რომ ჩაჯდეს ციხეში? კალამს ვერ გააგდებინებენ ალბათ ორ დღეში და ვნახეთ ჩვენ კლასიკური მაგალითი ამის, გომელაურს გახარიაზე აცემინებენ ჩვენებას, ერთად ჭამდნენ, ერთად სვამდნენ, ბავშვები მოუნათლეს ერთმანეთს და ივანიშვილს რომ დასჭირდა კალამი ვერ გამოართვეს ხელიდან ისე მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ, გენერალ ხალხს დაატარებენ ჩვენებებზე, ამიტომ ვინც ქირქილებს, რომ სად არიან პოლიტიკოსები, აქ არიან ბატონო და ნაწილი ციხეშია. ახლა ვინც გარეთ ვართ, ჩვენი ვალია მოვახდინოთ მობილიზება, ძალა დავუპირისპიროთ ძალას, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოგაკითხავენ სახლში. თუ თქვენამდე ჯერ არ მოსულან, აუცილებლად მოვლენ და ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა დავდგეთ ერთად, აღარ არსებობს არცერთი პარტია, არსებობს ერთი პოლიტიკური პარტია და ეს არის საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მობილიზებით ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება. კიდევ გავიმეორებ ბუნებრივი დედლაინია 4 ოქტომბერი, ეს ადამიანები გვყავს დასახსნელი, ახლა რომ 7 თვე მიუსაჯეს, კიდე 7-ს დაუმატებენ და ჩვენც მიგვაყოლებენ და დაგვიჭერენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და მობილიზება”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.