ქოცები რომ რუსების გულშემატკივრები არიან გასაგებია, მაგრამ მათი ვიწრო თვალსაწიერით იმასაც ვერ ხვდებიან, არც წაუკითხავთ, თუ როგორ იზომება სამხედრო წარმატება, რაც მოლაპარაკებებზე პირობების დაყენების პოზიციებსაც გულისხმობს, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე წერს.

"ომის წარმატება იზომება იმით თუ რა მანძილია პირველად განზრახვას და დამდგარ შედეგს შორის. 

სამი წლის წინ პუტინის სურვილი იყო უკრაინაში მთავრობის შეცვლა, კიევის აღება, ქვეყნის განადგურება მისეული “გეგმა ბარბაროსით”. აქ ჩაფლავდა. 

ალასკაზე ჩასული პუტინი ტრამპს ეწუწუნება, რომ დონბასი მაინც მისცენ უკრაინელებმა, სადაც კრამატორსკსაც ვერაფერი მოუხერხეს და სანქციები მაინც შემსუბუქდეს. 

სიტყვა არ დაუძრავს “რეჟიმის შეცვლაზე” და ხერსონი/ზაპოროჟიეს ოლქების სულ გადაცემაზე. 

ხვალ საინტერესო დღეა, რა წულუკიანი და ბიძინას ჭაობი", - წერს დეკანოიძე.