როგორც ამომრჩეველი, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის "ლელო" რას იზამს, ვურჩევდი, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების იდეას აღარ აქვს აზრი, ისეთი დონით არის გაყალბებული.

"ახლა რა მდგომარეობაც არის, კი ვხედავთ. არჩევნების იდეას აღარ აქვს აზრი, ისეთი დონით არის გაყალბებული. როგორც ამომრჩეველი, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის "ლელო" რას იზამს, ვურჩევდი, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. 

მე მგონია, რომ ამწუთას ჩვენ ვაგვიანებთ, საერთაშორისო მასშტაბით თუკი გვექნებოდა მინიმუმ, სამი კოალიციის მყარი გარანტია სალომე ზურაბიშვილთან ერთად, თუკი ეს კოალიციები არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, წინასწარვე შევუქმნიდით პრობლემას ივანიშვილს, მინიმუმ იმას მაინც გავაკეთებდით, რომ როგორც ზვიადმა დაათმობინა კომუნისტებს, ასეთ დათმობაზე წასულიყო საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრები გარეთ გამოსულიყვნენ და ოდნავ სამართლიანი ცესკო მიგვეღო. ჩემი აზრით, ამის დრო არის", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.