არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი, - ამის შესახებ "კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს საქმე არა შსს-ს, არამედ პროკურატურის გამოსაძიებელია.

"არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი. დღეს არ ტოვებენ პარლამენტის წევრები დანაშაულის ჩადენის გარეშე. დანაშაულს ჩადიან საქართველოს ყველა რეგიონში, მსოფლიოს ყველა კუთხეში. სცემენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა პირს: უბრალო მოქალაქეებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს, არამედ საქართველოს პროკურატურა. ველოდებით თქვენს ისეთივე მყისიერ რეაგირებას, როგორც ჟურნალისტ ქალზე მოახდინეთ ბათუმში",- წერს ლონდა თოლორაია.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.