ცხადია, გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა "რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთს გაუარესებული ურთიერთობა ექნება იმავე ქვეყნებთან. თუმცა, თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ქვეყანასთან, ჩვენ ვეცდებით, ეს გავაუმჯობესოთ, რადგან ჩვენს საერთო ინტერესებშია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა და ერთად აყვავება.

მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არცერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩვენ არ ვეცდებით, გავლენა მოვახდინოთ თქვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ან სხვაგან არჩევნებზე. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არცერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.