"მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!" - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს და მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "ოცნებისგან" ტრაექტორიის შეცვლას ითხოვს.

"ქართული ოცნება" ირანსა და ჩინეთს უკანონო ქმედებებში უწყობს ხელს, მაშინ, როდესაც საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს.

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს, მაშინ როცა საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!" - წერს ჯო უილსონი.