როდესაც გამოდიხარ ამ ჯურღმულიდან ყველაზე კარგად გრძნობ თავისუფლებას და ყველაზე კარგად გრძნობ იმას, რომ, თურმე რისთვის იბრძვი ადამიანი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა მანუჩარ ჩაჩანიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

"მაშინ, როდესაც გაკავებენ და შემდეგ, როდესაც გამოდიხარ ამ ჯურღმულიდან ყველაზე კარგად გრძნობ თავისუფლებას და ყველაზე კარგად გრძნობ იმას, რომ, თურმე რისთვის იბრძვი ადამიანი. რაც შეეხება, დაკავების ფაქტი იყო საშინელი, რადგან საშინლად ამაზრზენი ადამიანები იყვნენ, როგორც მივხვდი არსებობს ორი ჯგუფი, ერთი დამკავებელი, მეორე ოქმის შემვსები ადამიანები. დაკავების დროს, როდესაც წააქცევ ადამიანს, ფეხებით დგები და წაქცეულზე კბენ, ეს არის სასწაული, პოლიციის ნაკბენები მაქვს, წარმოუდგენელია“, - განაცხადა მანუჩარ ჩაჩანიძემ.

მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებული მოქალაქეებიდან დღეს სამი პირი გაათავისუფლეს.