ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არის იმ უკანონო გადაწყვეტილებების ჯაჭვის გაგრძელება, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო და "ქართული ოცნება" ოპოზიციას მანდატებზე უარის თქმის უფლებას არ უტოვებს.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არის იმ უკანონო გადაწყვეტილებების ჯაჭვის გაგრძელება, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. მათ შექმნეს ლეგალურად ისეთი ბაზა, სადაც ოპოზიციას ფაქტობრივად, არ აძლევენ საშუალებას, რომ იმ გაყალბებული არჩევნებით მიღებულ მანდატებზე თქვას უარი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს.