მართლმსაჯულება ხორციელდება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,  - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამას აკეთებენ იმის გამო, რომ მოჩვენებითი ბალანსი შექმნან სამართლიანობის კუთხით.

"მართლმსაჯულება ხორციელდება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ნიკას თავს დაესხნენ ორი წლის წინ და დღეს რატომღაც დასჭირდა ხელისუფლებას, რომ აღნიშნული საქმე გაეაქტიურებინათ.

ჩემი აზრით, ქმნიან ბალანსს, თითქოსდა იძიებდეს საქმეებს ნიკასთან მიმართებით, რომ ვითომ მასზე თავდამსხმელი გამოვიძიეთ და დავაკავეთ, ამით იმის თქმა უნდათ, რომ მხოლოდ ნიკა მელიას კი არ ვდევნით, არამედ მასზე თავდამსხმელებსაც ვასამართლებთ.

ამას აკეთებენ იმის გამო, რომ მოჩვენებითი ბალანსი შექმნან მართლმსაჯულების კუთხით", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. 

2024 წლის 11 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისის გახსნაზე ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას თავს დაესხნენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი წლის შემდეგ დაიწყო.