ფაქტია, რომ რასაც 2-3 დღეა ვისმენთ, ისტერიკული, აჟიტირებული ქცევაა, ვითომ ამაყი სახით ურა პატრიოტობენ და საუბრობენ მედიის დამოუკიდებლობაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ყალბი და მოჩვენებითია.

"ფაქტია, რომ რასაც 2-3 დღეა ვისმენთ, ისტერიკული, აჟიტირებული ქცევაა, ვითომ ამაყი სახით ურა პატრიოტობენ და საუბრობენ მედიის დამოუკიდებლობაზე. ეს ყველაფერი ყალბია, ტრაგიკომიკულია.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოიმოქმედონ - მათ ნებისმიერი სიგიჟე შეიძლება ჩაიდინონ. იმედია, ვიღაც ჭკვიანი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც ხელისუფლებას გააჩერებს ისეთი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება მთელი ეკონომიკური და ფინანსური სისტემის დანგრევა და თავზე ჩამომხობა მოჰყვეს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.