ბრიტანეთმა ამ ორგანიზაციების დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა ვარაუდების, არა მოსაზრებების, არამედ მიიღო ფაქტების და სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას ექნება განგძრობითი შედეგი და ხასიათი.

"მე, გულწრფელად გეუბნებით, მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ორგანიზაციების დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა ვარაუდების, არა მოსაზრებების, არამედ მიიღო ფაქტების და სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით. ამას ექნება განგძრობითი შედეგი და ხასიათი, შესაძლოა, სანქციები გაგრძელდეს არა მხოლოდ ბრიტანეთის მასშტაბით, არამედ უკვე ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბითაც", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.