მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიენიჭა - ირაკლი კობახიძის მორიგი განკარგულება 20 აპრილით თარიღდება. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია განკარგულებაში.

მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა - 9 აპრილს მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ბრძანებით,  სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.

2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიენიჭა.

23 ოქტომბერს - „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება;

25 დეკემბერს - „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“;

26 დეკემბერს - „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“;

9 მარტს - "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის“

9 აპრილს - "სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“.